ძალიან პროდუქტიული დღე იყო. განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები, გადავახალისეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგების დიზანი, შევისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება, განვიხილეთ ესგ-სა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დაკავშირება პროექტის გეგმასთან. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ესენია:
ზოგადი: როგორ აისახება ჩვენი ცხოვრება და ისტორია ჩვენს ნამუშევრებში?
თემატური: რა ითვლება ისტორიულ ძეგლად?
რა საშუალებები გამოიყენება ტექსტის უცხოურ ენაზე თარგმანის დროს?
რატომ არის ისტორიული ქრონიკების ჩაწერა მნიშვნელოვანი?
შინაარსობრივი:
1. რა ტიპის ისტორიული ძეგლები არსებობს სამგორის ტერიტორიაზე?
2. რომელი ტაძარი მდებარეობს სკოლასთან ყველაზე ახლოს?
3. რამდენი ტაძარია სამგორის ტერიტორიაზე რომელიც ატარებს წმ. გიორგის სახელს?
4. ეკლესიის გარდა რა ისტორიული ზეგლები მდებარეობს სამგორის ტერიტორიაზე?
5. რომელი ისტორიული ძეგლი აიგო ყველაზე ადრე?
6. რომელი ძეგლი აიგო ყველზე გვიან?
7. რა სახსრებითაა აგებული ისტორიული ძეგლები?
ყოჩაღთ კარგი ნამუშევარია
ReplyDelete