Thursday, October 30, 2014
დღე მეექვსე
ძალიან საინტერესო დღე იყო, დატვირთული ინფორმაციულად და პრაქტიკული მუშაობითაც. დღეს განვიხილეთ პროექტის გეგმა, კერძოდ: შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, პროექტის მიმდინარეობა, ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება. გავიარეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული- სასწავლო ნიმუშის შექმნა. შევქმენით მოსწავლის ნიმუშები. მე გავაკეთე პრეზენტაცია, სავარაუდოთ მომზადებული ერთი ჯგუფის მიერ. სლაიდ-შოუ ერთ კონკრეტულ ტაძარზე, სურათებითა და ფაქტობრივი მასალით ორ ენაზე: ქართულსა და ინგლისურზე.
Tuesday, October 28, 2014
დღე მეხუთე
მოვაწყვეთ პროექტების პრეზენტაცია, უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება პროექტზე მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა. ვისწავლეთ თუ როგორ ხდება არასასურველი ვიდეოს წაშლა და ახლის ატვირთვა.
Thursday, October 23, 2014
დღე მეოთხე
ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, განვიხილეთ რესურსებში არსებული შეფასების მეთოდები. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, უნდა შევადგინოთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა თემის ირგვლივ:
1. პროექტზე მუსაობის დაწყებამდე;
2. პროექტზე მუშაობის პროცესში;
3. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
ვიმუშავეთ Power Point პროგრამაში.
1. პროექტზე მუსაობის დაწყებამდე;
2. პროექტზე მუშაობის პროცესში;
3. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
ვიმუშავეთ Power Point პროგრამაში.
Tuesday, October 21, 2014
დღე მესამე
ძალიან პროდუქტიული დღე იყო. განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები, გადავახალისეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგების დიზანი, შევისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება, განვიხილეთ ესგ-სა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დაკავშირება პროექტის გეგმასთან. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ესენია:
ზოგადი: როგორ აისახება ჩვენი ცხოვრება და ისტორია ჩვენს ნამუშევრებში?
თემატური: რა ითვლება ისტორიულ ძეგლად?
რა საშუალებები გამოიყენება ტექსტის უცხოურ ენაზე თარგმანის დროს?
რატომ არის ისტორიული ქრონიკების ჩაწერა მნიშვნელოვანი?
შინაარსობრივი:
1. რა ტიპის ისტორიული ძეგლები არსებობს სამგორის ტერიტორიაზე?
2. რომელი ტაძარი მდებარეობს სკოლასთან ყველაზე ახლოს?
3. რამდენი ტაძარია სამგორის ტერიტორიაზე რომელიც ატარებს წმ. გიორგის სახელს?
4. ეკლესიის გარდა რა ისტორიული ზეგლები მდებარეობს სამგორის ტერიტორიაზე?
5. რომელი ისტორიული ძეგლი აიგო ყველაზე ადრე?
6. რომელი ძეგლი აიგო ყველზე გვიან?
7. რა სახსრებითაა აგებული ისტორიული ძეგლები?

Thursday, October 16, 2014
დღე მეორე
ტრეინინგი დროულად დაიწყო, სასწავლო მასალის რესურსებიდან გავეცანით რამდენიმე პროექტის ნიმუშს, განვიხილეთ დეტალურად. შესვენების შემდეგ შევქმენით ბლოგები.
დღე პირველი
ძალიან საინტერესო დღე იყო, ტრეინინგის მიმდინარეობისას დავრწმუნდი, რომ ეს ის ტრეინინგია, რომელიც ნამდვილად მჭირდება ჩემი შემდგომი მიზნების განხორციელებისათვის.
გავეცანით პედაგოგს, სასწავლო რესურსებს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, დავიწყეთ პროექტზე ფიქრი და მუშაობა.
გავეცანით პედაგოგს, სასწავლო რესურსებს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, დავიწყეთ პროექტზე ფიქრი და მუშაობა.
Wednesday, October 15, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)