Tuesday, November 11, 2014

დღე მეცხრე

ჩვენი ტრენინგი დასრულდა. მოვაწესრიგე ყველა საქაღალდე და წარვუდგინე აუდიტორიას. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ხილვა. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი საინტერესო იყო. ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდე ჩემს საქმეს და წარმატებითაც გავართვი თავი. მჯერა პროექტს განვახორციელებ.
 გიორგი არავიაშვილს ვუხდით დიდ მადლობას ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს.
 ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის ყველა მონაწილეს.

Thursday, November 6, 2014

დღე მერვე

ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე,  ნამუშევრები ჩავალაგეთ პორტფოლიოში, ავტვირთეთ drive-ზე და გავაზიარეთ.

Tuesday, November 4, 2014

დღე მეშვიდე

განვიხილეთ ტრეინინგის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. კერძოდ, მოსწავლის ნიმუშები, ბროშურები და მასწავლებლის პრეზენტაციები. გავიმეორეთ ბლოგზე ახალი გვერდის დამატება, დავამატეთ გვერდი ,,გალერეა", ვისწავლეთ სურათების ატვირთვა, მასზე სათაურის დამატება, გვერდზე ადგილისა თუ ზომების მითითება.
გავიარეთ სახელმძღვანელოს მე-5 მოდული ,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება". ვნახეთ და განვიხილეთ სახელმძღვანელოს რესურსებში არსებული შეფასების ნიმუშები. შევქმენით ჩვენი პროექტისთვის საჭირო შეფასების რუბრიკები.
პროდუქტიული დღე იყო!

Thursday, October 30, 2014

დღე მეექვსე

ძალიან საინტერესო დღე იყო, დატვირთული ინფორმაციულად და პრაქტიკული მუშაობითაც. დღეს განვიხილეთ პროექტის გეგმა, კერძოდ: შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, პროექტის მიმდინარეობა, ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება. გავიარეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული- სასწავლო ნიმუშის შექმნა. შევქმენით მოსწავლის ნიმუშები. მე გავაკეთე პრეზენტაცია, სავარაუდოთ მომზადებული ერთი ჯგუფის მიერ. სლაიდ-შოუ ერთ კონკრეტულ ტაძარზე, სურათებითა და ფაქტობრივი მასალით ორ ენაზე: ქართულსა და ინგლისურზე.

Tuesday, October 28, 2014

დღე მეხუთე

მოვაწყვეთ პროექტების პრეზენტაცია, უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება პროექტზე მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა. ვისწავლეთ თუ როგორ ხდება არასასურველი ვიდეოს წაშლა და ახლის ატვირთვა.

Thursday, October 23, 2014

დღე მეოთხე

ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, განვიხილეთ რესურსებში არსებული შეფასების მეთოდები. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, უნდა შევადგინოთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა თემის ირგვლივ:
1. პროექტზე მუსაობის დაწყებამდე;
2. პროექტზე მუშაობის პროცესში;
3. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
ვიმუშავეთ Power Point პროგრამაში.

Tuesday, October 21, 2014

დღე მესამე

ძალიან პროდუქტიული დღე იყო. განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები, გადავახალისეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგების დიზანი, შევისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება, განვიხილეთ ესგ-სა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დაკავშირება პროექტის გეგმასთან. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ესენია:
ზოგადი:       როგორ აისახება ჩვენი ცხოვრება და ისტორია ჩვენს ნამუშევრებში?
თემატური: რა ითვლება ისტორიულ ძეგლად?
                      რა საშუალებები გამოიყენება ტექსტის უცხოურ ენაზე თარგმანის დროს?
                      რატომ არის ისტორიული ქრონიკების ჩაწერა მნიშვნელოვანი?
შინაარსობრივი: 
1. რა ტიპის ისტორიული ძეგლები არსებობს სამგორის ტერიტორიაზე?
2. რომელი ტაძარი მდებარეობს სკოლასთან ყველაზე ახლოს?
3. რამდენი ტაძარია სამგორის ტერიტორიაზე რომელიც ატარებს წმ. გიორგის სახელს?
4. ეკლესიის გარდა რა ისტორიული ზეგლები მდებარეობს სამგორის ტერიტორიაზე?
5. რომელი ისტორიული ძეგლი აიგო ყველაზე ადრე?
6. რომელი ძეგლი აიგო ყველზე გვიან?
7. რა სახსრებითაა აგებული ისტორიული ძეგლები?